15 აპრილი 2021,   03:34
ვრცლად
რომელ სულელს შეიძლება აწყობდეს, რომ ჟურნალისტს ასე ჩაუსაფრდნენ - გიორგი ვოლსკი ვახო სანაიაზე თავდასხმაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ "დღის კურიერის" ეთერში ვახო სანაიას თავდასხმის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდამსხმელები უკვე დაკავებულები არიან. 

"რომელ სულელს შეიძლება აწყობდეს, რომ ჟურნალისტს ასე ჩაუსაფრდნენ? ისევ გიგი წერეთელს და მაგის სამეგობროს აწყობთ, რომ იქნებ ამ სანაიას თემად ძველიც წამოწიონ და ახალიც მოიგონონ. ის კიდევ რა მოხდა, მაშინ ჩემთვის ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. 

ჟურნალისტი ყვება ზუსტად იმას, რაც მოხდა. დაესხნენ თავს. ხო, აი "ქართულმა ოცნებამ" გააგზავნა, რომ მოდი ვახო სანაია სცემეთ, იქნებ მერე ტელევიზიით აღარ გამოვიდეს და "ოცნების" აქტივის ქება დაიწყოსო. 

ყველა თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის ჩვენს საწინააღმდეგოდ გაკეთებული. ეს პირები დააკავეს უკვე, რაც მთავარია,"-აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები