19 აპრილი 2021,   18:29
ვრცლად
მეორე დღე ნიკა მელიას დაკავებიდან და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების ახალი ტალღა - თბილისში მესიჯები სხვადასხვაგვარად ესმით

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მესიჯები ისევ მოდის. "შეშფოთების ახალი ტალღა" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით განახლდა, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გზავნილიც მოჰყვა.

თბილისისგან პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნებას ითხოვს კაპიტოლიუმის ორივე ფრთა და ორივე პარტია, ასევე, ბრიუსელი - ევროპის ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადებებით.

ოპოზიციისთვის ეს კრიტიკის ზვავია, ხელისუფლებისთვის კი მოსალოდნელი რეაქცია.
საქართველოს პარტნიორები ქართული პოლიტიკურ დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებას ითხოვენ.

დღის ამბები