02 მარტი 2021,   20:27
ვრცლად
ოპოზიციურ პარტიებში ადასტურებენ, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრა ჩაინიშნა

ოპოზიციურ პარტიებში ადასტურებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრა ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას პროტესტი მოჰყვა. სპეცოპერაცია დღეს დილით  ენმ-ს ოფისში ჩატარდა.

სპეცრაზმმა ნიკა მელიას მხარდამჭერების დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს, მათგან ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

დღის ამბები