02 მარტი 2021,   21:42
ვრცლად
დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის და ჩვენი ჯარისთვის - ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც იქამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, თავდაცვის უწყების თანამშრომლებს დაემშვიდობა. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მომავალ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატებები უსურვა.

"ჩემთვის ძალიან საამაყო და დიდი პატივი იყო მემსახურა თქვენთვის, ჩვენი ჯარისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენს სამშობლოს.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი ჯარი. მე გპირდებით, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა. ის პრემიერმინისტრის პოსტზე საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა.

დღის ამბები