



თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა "სირცხვილიას" დაკავებულ აქტივისტს, ნოდარ რუხაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.
სამოქალაქო აქტივისტი პარლამენტის შენობასთან ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
რუხაძის თქმით, დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ის სკანდირებდა "მონა". მას ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.