02 მარტი 2021,   20:44
ვრცლად
ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს - ანზორ მელია აქციაზე მივიდა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას მამა ანზორ მელია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

ანზორ მელიამ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და საკუთარ შვილს გამძლეობა უსურვა.

"მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ბედნიერი ვარ დღეს, იმიტომ, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ვხედავ ჩემი შვილის გვერდით. ეს წარმოუდგენელი იყო, არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას.

თქვენ ნახეთ ნიკა თუ როგორი შემტევი, თავდაუზოგავი და ენერგიული არის, მაგრამ ეს რომ თქვენ დაინახეთ, რომ შეიყვარეთ, რომ ეფერებით, რომ ლოცავთ, მე, ჩემს მეუღლეს და ბავშვებს... 

მე ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ. საქართველოში მალე გათენდება," - განაცხადა ანზორ მელიამ.

დღის ამბები