02 მარტი 2021,   21:09
ვრცლად
მალე ნახავთ, რომ ივანიშვილის მილიარდებიდან არაფერი დარჩება - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წევრების მიმართ სხვადასხვა სანქციას გამოიყენებს.

​მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. 

"საქმეც იმაშია, რომ ჩვენი აქტიურობისა და მიტინგების გარეშეც მსოფლიო თანამეგობრობა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ამ წუთებში, უკვე გადასული არიან მოქმედებებზე. უახლოეს დღეებში თქვენ ნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებიდან არაფერი დარჩება დაყადაღებული ქონების გარდა. სავიზო და დიპლომატიური სანქციები, მათ შორის, საფინანსო, გარანტირებულია გომელაურზე, ლილუაშვილზე, თალაკვაძეზე, კობახიძეზე, მდინარაძეზე და ვინც არიან, ეს 55 მილიონერი პარლამენტში შეყვანილი, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ვინმე დაიჭირონ და დაარბიონ, ოღონდ მათ არ მოჰპარონ მილიონიანი ქონება. ეს სანქციები უკვე რეალობა გახდა და ამაზე დიდი ბრძოლა ოპოზიციის მხრიდან აღარაა საჭირო. ფაქტობრივად, ხელისუფლება დამთავრდება. ივანიშვილს რომ არ ექნება თავისი მილიონების განკარგვის უფლება, მისგან არაფერი დარჩება,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები