02 მარტი 2021,   21:34
ვრცლად
თუ მოლაპარაკებები იქნება, აუცილებლად ფასილიტატორების თანდასწრებით უნდა გაიმართოს - სერგო ჩიხლაძე

არის თუ არა მზაობა ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ ელაპარაკოს "ქართულ ოცნებას" -  პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ თუ საუბარი შედგება, ეს აუცილებლად  ფასილიტატორების თანდასწრებით და შუამავლობით მოხდება. 

"ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ საუბარზე ლაპარაკი არ არის. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ თუ საუბარი მოხდება და მოლაპარაკებები, აუცილებლად ფასილიტატორების თანდასწრებით და შუამავლობით, იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ, რომ ნდობა ისედაც არ იყო "ქართული ოცნების" და ახლა საერთოდ ნულს ქვემოთ არის უკვე ეს ნდობა, არ არსებობს. ამიტომ, ფასილიტატორი ელჩების დახმარებით მოხდება, რა თქმა უნდა, თუ მოხდა მოლაპარაკებების გაგრძელება. მაგრამ, მანამდე ჩვენ გვექნება აქტიური კონსულტაცია ერთმანეთთან ოპოზიციურ პარტიებს საერთო პოზიციების ჩამოყალიბებაზე და რაც მთავარია, თუ მოხდა მსგავსი მოლაპარაკება, გვექნება კონსულტაცია და შეხვედრა ჩვენს მეგობარ ელჩებთან, რომ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიცია," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები