02 მარტი 2021,   21:21
ვრცლად
დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს - ჯეიმს აპატურაი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი  სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება.

მისი განცხადებით, დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის​ დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. დიდი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველო, როგორც ახლო პარტნიორი და ასპირანტი, შეინარჩუნებს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებასა და შენარჩუნებაზე ასე ძლიერად იშრომა. ეს მოიცავს პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას დიალოგის გზით და პოლარიზებული რიტორიკისა და ქმედებების თავიდან აცილებას," -  წერს აპატურაი. 

დღის ამბები