05 მარტი 2021,   17:13
ვრცლად
რა ეტაპს უბრუნდება ქართული პოლიტიკა - ირაკლი ღარიბაშვილი რიგგარეშე არჩევნებზე ნებისმიერ მოლაპარაკებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს

ოპოზიციასთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან - ასეთია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოზიცია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ღიად განაცხადა, რომ ნიკა მელიას საკითხი ოპონენტებს შორის დისკუსიის საგანი ვერ გახდება, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სამართლებრივი წესრიგის უარყოფას ცდილობს. 

ღარიბაშვილის განცხადებებს სახიფათოს და დაპირისპირების მასტიმულირებელს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ალეკო ელისაშვილი პრემიერობის კანდიდატის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს ვითარების ესკალაციის მცდელობად მიიჩნევს.

პოლიტიკური პროცესების სადისკუსიო მაგიდასთან გადატანის აუცილებლობაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც. პოლიტიკურ ძალებს მიაჩნიათ, რომ პრემიერის რიტორიკა სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, რაც ქვეყნის ინტერესებსაც აზიანებს.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან საუბარს მხოლოდ ერთიანი პოზიციით გეგმავს. მოლაპარაკების პირობა უცვლელია - ოთხპუნქტიანი მოთხოვნათა პაკეტი, სადაც მთავარი საკითხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

დღის ამბები