02 მარტი 2021,   20:33
ვრცლად
"ბატონო ალეკო, როგორც ჩანს, "ნაცების" რიტორიკას ხართ აყოლილი" - ირაკლი ღარიბაშვილი ელისაშვილს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ დასმულ კითხვას პასუხობს, რომელიც ნათესავებსა და ე.წ. კლანს ეხება. ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, იყვნენ თუ არა მისი ნათესავები კორუფციულ საქმეში ჩართულები. 

“ბატონო ალეკო, როგორც ჩანს, "ნაცების" რიტორიკას ხართ აყოლილი, თითქოს, რაღაც კლანი მაქვს, თუ კლანი მქონდა - გიპასუხებთ, რომ არ მაქვს და არც არავითარი კლანი არ მქონია. თუ კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები გაინტერესებთ, მგონი, მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის. თუკი ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა, რომ... იმის თქმა მინდა, ამ ადამიანებმა ზიანი სახელმწიფოს კი არ მიაყენეს, თუკი ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი, ვის გულისხმობთ... შეიძლება ყველაზე მეტად მე დავზიანდი. ეს ექვსი წლის წინ იყო. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის - უშეცდომო არავინ ვართ... ფილოსოფიური საკითხია, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ.

აგიხსნით ჩემს მოტივაციასა და ჩემს დამოკიდებულებას. მე წესებით ვცხოვრობ. ამ ფორმატში საუბარი ალბათ ცოტა უხერხულია. მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ნათესავი თუ ოჯახის წევრი. ვინც ამ წესებს არღვევს, ვწყვეტ ურთიერთობას," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად.

დღის ამბები