02 მარტი 2021,   20:47
ვრცლად
დღეს 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს 1921 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლებში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის ძალების ხელმძღვანელები კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და ის მებრძოლები გაიხსენეს, რომელთაც 100 წლის წინ თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში წითელი არმია დაამარცხეს.

ადგილზე მოწვეული იყო, ნერიუს ტამოშაიტისი, ვიცე-პოლკოვნიკი, ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, რომელმაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ისტორია. თავდაცვის ატაშემ აღნიშნა, რომ ქვეყნის დასაცავად თუ ნებისმიერ გამოწვევასთან საბრძოლველად, მზად უნდა იყვნენ არა მხოლოდ სამხედრო პირები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც. 

"მოხარული ვარ, რომ მომიწვიეს ამ ღონისძიებაზე. ეს მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის - საქართველოსთვის, ლიეტუვასთვის, რომ გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, ჩვენი წინაპრები, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების წევრებმა, ახალგაზრდებმა არ დაივიწყონ მათი წვლილი.

ჩემი აზრით, ძალიან აქტუალურია, რომ ქვეყნის დასაცავად თუ ნებისმიერ გამოწვევასთან საბრძოლველად, მზად იყვნენ არა მხოლოდ სამხედრო პირები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც.

ლიეტუვაში ჩვენც გვაქვს მსგავსი ორგანიზაცია, სადაც თავს იგრძნობთ როგორც ოჯახში და აქაც იგივე განწყობაა. ჩვენი ოჯახები ხედავენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, გვახსოვს და პატივს ვცემთ ჩვენს ისტორიას. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან თარიღს ერთად აღვნიშნავთ."-ამბობს, ვიცე-პოლკოვნიკი, ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ​ნერიუს ტამოშაიტისი.

დღის ამბები