05 მარტი 2021,   17:40
ვრცლად
ყვარელში მაღაზია დააყაჩაღეს - თავდამსხმელმა 73 წლის ქალი დაჭრა და 1500 ლარი გაიტაცა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცივი იარაღით შეიარაღებული 20 წლამდე ახალგაზრდა სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ნოვრუზ აკოფაშვილის კომერციული ფართიდან 1500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო.

ქალი, მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

დღის ამბები