05 მარტი 2021,   17:17
ვრცლად
ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მცხოვრები ეკომიგრანტები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ

ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე თვითნებურად დასახლებული 20-მდე ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 10 წლის წინ სხვადასხვა სოფელში, მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრობდნენ, რის გამოც იძულებით ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე გადასახლდნენ.

მათი განმარტებით, ტერიტორიაზე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. აწუხებთ ნარჩენების სუნი, არ ვარგა სასმელი წყალი და ელექტროენერგიის პრობლემა აქვთ.

ისინი აჭარის მთავრობისგან ალტერნატიულ ფართებს ითხოვენ.

დღის ამბები