09 მარტი 2021,   13:39
ვრცლად
პანკისში მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდების დადგენილება გააცნეს - ხიზირ გაურგაშვილი დანაშაულს აღიარებს

პანკისში მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდების დადგენილება გააცნეს. ხიზირ გაურგაშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება, ის დანაშაულს აღიარებს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს ნანობს.

უფლებადამცველი ლალი ჩოდრიშვილის თქმით, მას სხვა დეტალებზე საუბარი უჭირს, რადგან საქმის მასალები ახლახანს გადასცეს.

"მხოლოდ ბრალის ფორმულირება დავაზუსტეთ ჩვენების მიცემის დროს. იმიტომ, რომ განმარტება რაც იყო ამ ეტაპზე, უბრალოდ დეტალების დაზუსტება მოხდა, მეტი არაფერი. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს და სრულად აღიარებს ბრალს. ახლა გადმოგვეცა მასალები და სამწუხაროდ ჯერ არ ვართ სრულად ამ მასალებს გაცნობილი,"- ამბობს ხიზირ გაურგაშვილის ადვოკატი, ლალი ჩოდრიშვილი.

შემთხვევა 17 იანვარს, სოფელ დუისში მოხდა. დაკავებულმა  ხიზირ გაურგაშვილმა მის მეზობელს, იბრაჰიმ ქავთარაშვილს 12 ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იბრაჰიმ ქავთარაშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სავარაუდოდ, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

ბრალდებული მის მეზობელ ქავთარაშვილს მხოლოდ იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მან მამის გარდაცვალება არ მიუსამძიმრა. 

 

 

დღის ამბები