01 მარტი 2021,   14:40
ვრცლად
თუ პარლამენტი გააუქმებს მანდატებს და არ წამოვა კომპრომისზე ოპოზიციასთან გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი - მამუკა ხაზარაძე

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერი აქციებს აანონსებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და ოპოზიციასთან არანაირ კომპრომისზე არ წავა მაშინ გაზაფხული "ძალიან ცხელი" იქნება.

ხაზარაძის თქმით, დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც, ვინაიდან სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს.

"ქართული ოცნება" ერთპარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს - გაყალბების პირობებში 48 %-იანი პარტია "ქართული ოცნება", იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ 52% ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეყავთ ღრმა კრიზისში.

ჩვენ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მართალია ნაწილობრივ მაგრამ მაინც. ასევე დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება „ოცნება“ იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური.

რას მოიმოქმედებს პარლამენტი?! ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი! სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას. ადამიანებს აღარ სჯერათ თავისუფალი არჩევნის. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, ეს კი "ქართულ ოცნებას აწყობს," - მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, შესაძლოა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ დეპუტატებს დაახლოებით ერთ კვირაში საპარლამენტო მანდატები გაუუქმდეთ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკითხის კენჭისსაყრელად პირველივე სხდომაზე გატანას პარლამენტს პროცედურა ავალდებულებს.

დღის ამბები