01 მარტი 2021,   13:08
ვრცლად
ელენე ხოშტარიამ აქტივისტებთან ერთად გიორგი რურუას დაკავების ადგილზე საბჭოთა მილიციის მანქანა მიიყვანა

ელენე ხოშტარიამ გიორგი რურუას მხარდამჭერად აქცია-პერფორმანსი გამართა. პროტესტის მონაწილეებს რურუას მეუღლეც შეუერთდა. შეკრება სიმბოლურად იმ ადგილზე შედგა, სადაც გიორგი რურუა დააკავეს.

აქტივისტებმა გამვლელებს სათამაშო იარაღები დაურიგეს, იმის ნიშნად, რომ, როგორც თავად ამბობენ, ბრალდება აბსურდულია.

"ჩვენ მოვიყვანეთ საბჭოთა მილიციის მანქანა, იმიტომ ადამიანების უკანონოდ დაჭერა არის საბჭოთა დროის საქციელი და არ შეესაბამება ჩვენს თანამედროვე სახელმწიფოს," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები