01 მარტი 2021,   13:56
ვრცლად
არსებობს ბაზა სადაც შეყრილია ყველა ოპოზიციის ლიდერი ვისზეც საქმეა აღძრული - გიგი უგულავა მისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვაზე

რატომ ვერ შეძლო გიგი უგულავამ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, შესაბამისი სამსახურების განმარტებით, ამის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა.

თავად პოლიტიკოსი ინფორმაციით, კი არსებობს "სპეციალური ბაზები" სადაც ის ოპოზიციის ლიდერები არიან, ვის წინააღმდეგაც საქმეა აღძრული, ხოლო ნებართვის გარეშე მესაზღვრეებს არ აქვთ უფლება მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცენ.

უგულავამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა დაწესებული არ აქვს.

"უკვე მერამდენე შემთხვევაა, მე პირადად მხვდება ასეთი რამ და დღეს დილით აეროპორტში, აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით, პასპორტით, კოვიდტესტით და შესაბამისი ყველა ბილეთით ვიყავი აღჭურვილი, მაგრამ საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მომცეს. ერთი საათი ველოდე, რის შემდეგადაც განმიცხადეს, როცა უკვე ბარგი ჩაბარებული მქონდა, ვერ გავფრინდები. ბუნებრივია ადგილზე შსს განმარტებებს არ და ვერ იძლევა, მაგრამ როგორც მე გავარკვიე, არის ბაზა, სადაც შეყრილია აბსოლუტურად ყველა ოპოზიციის ლიდერი, რომელიც გაგიგიათ და არ გაგიგიათ, ყველა ადამიანი, ვისზეც ოდნავ საქმეა აღძრული და იმ ბაზაში ხარ, დილის 6 საათზე ვერავის ვერ აღვიძებენ და ასე არის სისტემა აწყობილი, რომ გაარკვიონ ამ ადამიანს აქვს მართლა შეზღუდვა, თუ შეუძლია გადაადგილდეს.

მე ბოლო შეზღუდვა სასამართლომ მომიხსნა მაშინ, როდესაც ვიყავი პატიმრობაში უკანონოდ. დღეს მე არანაირი შეზღუდვა არ გამაჩნია, მიუხედავად ამისა დაირღვა ჩემი კონსტიტუციური უფლება გადაადგილების და ასე ხდება 10-დან 9 შემთხვევაში, მინიმუმ 10, 15 წუთი, ნახევარი საათი ალოდინებენ, იმიტომ, რომ არსებობს რაღაც ბაზა, რომელშიც დიფერენცირებულიც კი არ აქვთ ადამიანს აქვს, თუ არა უფლება გასვლის ან არ გასვლის. ეს არის მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. ეს არის კლასიკური პუტინის რუსეთის ქმედებები, რაც სამწუხაროდ ჩვენმა ოპოზიციამ გადმოიღო. ახლა მეუბნებიან, რომ თურმე ტექნიკური შეცდომა იყო, თურმე პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი და ბაზიდან არ ამიღეს. მე როგორც მოქალაქეს მომადგა ზიანი, დავხარჯე ფული," - განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები