01 მარტი 2021,   14:21
ვრცლად
"მუდმივი ლოქდაუნი ეპიდემიის მართვა არ არის" - ოპოზიცია სხვადასხვა ქალაქში აქციებს აანონსებს

ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციების გამართვა იგეგმება. დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო თბილისის მერიასთან. მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით შეკრებილებსა და პოლიციას შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებიან.

ოპოზიცია მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდებს და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში აქციებს აანონსებს.

"მუდმივი ლოქდაუნი არ არის ეპიდემიის მართვა, არ არის გონივრული გადაწყვეტილება და ეს ხდება ადამიანების პირდაპირ სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად. ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის კომბინირებული მართვა ტესტებით, სხვადასხვა საშუალებებით და აი ესეთი მასშტაბური საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა, სკოლების, მცირე ბიზნესების და ყველაფერის ერთად აკრძალვა, ეს არ არის ეპიდემიის მართვა. ეს არის ადამიანების მორჩილებაში ყოფნა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეზღუდვებს აპროტესტებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე. მისი თქმით,  უამრავმა ადამიანმა შემოსავლის წყარო დაკარგა და მხოლოდ მოქალაქეების ვიწრო ჯგუფი ცხოვრობს კარგად. 

დღის ამბები