09 მარტი 2021,   14:18
ვრცლად
"ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური მოლაპარაკება დავიწყეთ დოკუმენტით რომელიც ნაწილობრივ შეთანხმებულია ფასილიტატორების თანდასწრებით - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანის განცხადებით, შევლენ, თუ არა პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან. მათ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალური შეხვედრები უკვე დაიწყეს.

ლევან იოსელიანის თქმით, შეთანხმების ნაწილში ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხი პრინციპულია.

"ვხედავთ, თუ არა პარლამენტში შესვლის პერსპექტივას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მოლაპარაკება როგორ დასრულდება. ჩვენ იცით, რომ ინდივიდუალურად დავიწყეთ მოლაპარაკება "ქართულ ოცნებასთან," იმ დოკუმენტით, რა დოკუმენტიც ნაწილობრივ არის შეთანხმებული ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით. იქ არის შეუთანხმებელი ნაწილები, რაზეც მიდის მსჯელობა და შემდეგი რაუნდის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ ამ საკითხსაც დავასრულებთ. პოლიტპატიმრების საკითხი ძალიან პრინცპულად დავაყენეთ, მათი პოზიცია არის, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ, ჩვენ სხვაგვარად ვუყურებთ ამ ამბავს," - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები