09 მარტი 2021,   14:08
ვრცლად
ბერნი სანდერსმა თავისი პოპულარული ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის

ბერნი სანდერსმა თავისი პოპულარული ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის. ვერმონტის სენატორმა სვიტერზე ის ფოტო დაბეჭდა, სადაც ბერნი ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზეა გადაღებული და სტუმრების რიგში ხელთათმანებითა და გრძელი ქურთუკით ზის.

ინაუგურაციის შემდეგ, ფოტო ვირუსულად გავრცელდა და მასზე მრავალი მიმი გაკეთდა. სამოსი სენატორის ოფიციალურ გვერდზე დევს და მისი ღირებულება 45 დოლარია, შემოსული თანხა ვერმონტში მცხოვრებ მოხუც და გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება. მაღალი მოთხოვნის გამო სვიტერების გაყიდვა შეფერხებულია. 

დღის ამბები