09 მარტი 2021,   14:31
ვრცლად
twitter-მა ირანის სასულიერო ლიდერის ანგარიში დაბლოკა

სოციალურმა ქსელმა twitter-მა ირანის სასულიერო ლიდერის ანგარიში დაბლოკა. მიზეზად დონალდ ტრამპის მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამოქვეყნება სახელდება.

"შურისძიება გარდაუვალია. სოლეიმანის მკვლელს და მას, ვინც მისი მოკვლა უბრძანა, გადახდა მოუწევთ" - წერდა ირანის სულიერი ლიდერის მიკრობლოგზე twitter-ში.

აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ქასემ სოლეიმანის მკვლელობას არც დაივიწყებს და არც არავის აპატიებს. twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას თან დონალდ ტრამპის ფოტოსურათი ახლდა, სადაც ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი გოლფს თამაშობს, თავზე კი სამხედრო თვითმფრინავის ან უპილოტო საფრენი აპარატის ჩრდილი იყო გამოსახული. 

დღის ამბები