09 მარტი 2021,   14:56
ვრცლად
კორონავირუსი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - COVID-19 7 მსჯავრდებულს დაუდასტურდა  

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, 21 და 22 იანვარს, პენიტენციურ დაწესებულებაში 791 მსჯავრდებული გაიტესტა და მათგან 7-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათგან სამი პატიმარი სასჯელს გლდანის N8 დაწესებულებაში იხდიდა და ისინი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან მოთავსებული. რაც შეეხება დანარჩენ 4 მათგანს, ისინი სასჯელს ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. 

"ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი - სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები.

ამასთანავე, 22 იანვარს covid-19 დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს, ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები