04 მარტი 2021,   01:24
ვრცლად
998 ინფიცირებული, 1 892 განკურნებული და 16 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ქვეყანაში კორონავირუსის 998 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 252 972-ს აღწევს. 

განახლებული მონაცემების მიხედვით, COVID-19​-ისგან კიდევ 1 892 პირი განიკურნა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3038 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 PCR ტესტით.

დღის ამბები