07 მარტი 2021,   12:09
ვრცლად
ყველასთვის ღიად გამოჩნდა ანგარიშვალდებული სუბიექტი და ეს არის რუსეთი - ანა დოლიძე

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ანგარიშვალდებულ სუბიექტად რუსეთი დაასახელა.

"პირველ რიგში ყველასთვის, ვინც დაზარალდა ოკუპაციის შედეგად ბოლო პერიოდში, ვინც შეიძლება კიდევ ჩვენდა სამწუხაროდ, დაზარალდეს ოკუპაციის შედეგად, ყველასთვის გამოჩნდა ღიად და ცალსახად ანგარიშვალდებული სუბიექტი და ეს არის რუსეთი, რომელიც არ ცნობს თავისი პასუხისმგებლობის საკითხს.

სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამდე ჩვენ გვქონდა ორი ცვლადი - ჩვენ არ გვყავდა ანგარიშვალდებული სუბიექტი იმიტომ, რომ მიდიოდა გადაბრალება, რუსები ამბობდნენ ესენი არიან ოსები, ოსები ამბობდნენ ჩვენ არა ვართ და ა.შ. არ გვყავდა ანგარიშვალდებული სუბიექტი ერთის მხრივ და არ გვყავდა სუბიექტი, რომელიც იღებს რაიმე ვალდებულებას არსებულ ტერიტორიაზე.

დღეს აქედან ერთი გამოჩნდა. სულ მცირე, დღეს ჩვენ ვიცით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამაჩაბლოს ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებს რუსეთი, ეს არის დადგენილი იმ ფაქტობრივი მონაცემებით, რა მონაცემებიც განიხილა სტრასბურგმა თავიდან ბოლომდე," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები