07 მარტი 2021,   13:08
ვრცლად
რატომ არ იხსნება ზამთრის კურორტები - მაია ცქიტიშილი ბიზნესსექტორს პასუხობს

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამიტომაც შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 21 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა ზამთრის კურორტებზე ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთთან სტუმრად ნაკლებად იარონ.

"რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, ძალიან მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ზამთრის კურორტებზე რა ვითარებაა და თქვენ ნახავთ, რომ გამონაკლისებია ის ქვეყნები, სადაც ზამთრის კურორტები ოპერირებენ.

ზამთრის კურორტებზე, როდესაც ვსრიალებთ მარტო, ინფექციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ როდესაც ზამთრის კურორტზე ერთდროულად სრულად ოპერირებს ჩვენ ვიცით, რომ  მხოლოდ ბაკურიანში, მაგალითად, დაახლოებით 30 000 ადამიანი იკრიბება ერთდროულად მაშინ, როდესაც მუშაობს საბაგიროები, სრულად ფუნქციონირებს ზამთრის კურორტი და შესაბამისად, 30 000 ადამიანის ერთდროულად ერთ ლოკაციაში შეკრება მაშინ, როდესაც ზამთრის კურორტზე, როცა დღისით ვსრიალებთ საღამოს ვისვენებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ერთად ვატარებთ დროს, რა თქმა უნდა, სასტუმროებში, საოჯახო სივრცეებში ამას პირბადეების გარეშე ვაკეთებთ და სწორედ ამ დროს ხდება ვირუსის გავრცელება.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს, თუნდაც საკუთარ ბინაში ჩასვლას. ძალიან ბევრი ადამიანი ბაკურიანში ფლობს თავისივე ბინას, ან კერძოდ, სტუმრად ჩადიან, ჩვენ ამას ვერ ავკრძალავთ, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ვერ დავამატებთ ზამთრის კურორტზე იმ დამატებითი მობილობის წყაროს, როგორიც არის სასტუმროები. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ.

იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს 21 საათის შემდეგ შეზღუდვას. აზრი აქვს ის, რომ ეს შეზღუდვა არ გვაძლევს ჩვენ ყველას, საშუალებას, რომ თუნდაც ზედმეტად ერთმანეთთან სტუმრად ვიაროთ," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები