28 თებერვალი 2021,   01:10
ვრცლად
მოლაპარაკება საჭიროებს სიმტკიცეს და არა ყოველ წუთს პოზიციების ცვლილებას - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, პარტია "მოქალაქეების" საერთო ოპოზიციური ერთობიდან გამოყოფა მოლაპარაკების საბოლოო, დადებითი შედეგის მიღების პროცესს დააზიანებს.

პაატა მანჯგალაძემ ხაზი გაუსვა, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტში შესვლას არ აპირებს. 

"ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია ჩვენს პოზიციაში. მოლაპარაკება საჭიროებს სიმტკიცეს და არა ყოველ წუთას პოზიციების ცვლილებას. ჩვენ თუ გვინდა, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც სჭირდება ქვეყანას, აუცილებელია ოპოზიციის ერთიანობა და ნებისმიერი ცალკეული ინიციატივა, მათ შორის, ელისაშვილის, დააზიანებს ამ პროცესს.

2 კაცი იქით იქნება თუ აქეთ, არ მგონია, რომ არსებითად შეიცვალოს მოცემულობა. მიუხედავად იმისა, რომ ვრჩებით შეთანხმების მომხრეებად, პირობებისა და საერთო ოპოზიციური შეთანხმების გარეშე სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში შესვლას არ აპირებს," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა. 

დღის ამბები