07 მარტი 2021,   12:54
ვრცლად
ხმაური თელავის პროკურატურასთან - ელენე ხოშტარია სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად აქციას მართავს

თელავის პროკურატურასთან პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ისინი თელავის ცენტრში გაშლილ კარავთან 1 იანვარს მომხდარ ინციდენტის გამოძიებას და საქმის პროკურორთან დავით გველესიანთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა პოლიცია მათ პროკურატურაში შესვლის საშუალებას არ აძლევს, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

აქტივისტების თქმით, მომხდარიდან სამი კვირა გავიდა, სამართალდამცავებს კი ამ დრომდე არ ჰყავთ დაკავებული ის პირები, რომლებმაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

საქმე ეხება მიმდინარე წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც,აქტივისტების მტკიცებით, ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს მათ კარავს.

დღის ამბები