07 მარტი 2021,   11:59
ვრცლად
ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა შეიქმნა

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, შეიქმნა და ტესტირების რეჟიმში მუშაობს ახალი, ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, რომლის შესახებ დისკუსია ტექნოპარკში გაიმართა.

გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელშიც ტექინსპექტირების ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე საქართველოს პარლამენტის, აკრედიტაციის ცენტრისა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, დეტალურად განიხილეს ერთიანი პლატფორმის წარმატებულ მუშაობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, მთავრობა, სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციით, ქმნის დამატებით პროგრამულ მექანიზმებს ავტომობილების ტექისპექტირების პროცესში, უფრო მეტი აღსრულებისა და თვითმონიტორინგის გაძლიერებისთვის.

დღის ამბები