07 მარტი 2021,   12:10
ვრცლად
ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გაანალიზება დაავალა, რათა "რუსეთმა პასუხი აგოს"

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სპეცსამსახურებს მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გაანალიზება დაავალა, რათა "რუსეთმა პასუხი აგოს" ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ალექსეი ნავალნის მოწამვლა, შეერთებული შტატების ფედერალური უწყებების კომპიუტერულ ქსელზე განხორციელებული კიბერთავდასხმა და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციის სანაცვლოდ რუსეთის მიერ ჯილდოს დაწესების ფაქტი.

ამასთან ერთად, თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ შტატების 46-ე პრეზიდენტს "სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმების" ხუთი წლით გახანგრძლივება სურს.

შეთანხმება საბრძოლო მდგომარეობის მყოფი ბირთვული ქობინების რაოდენობის 1/3-ით შემცირებას ითვალისწინებს. ანალოგიური სურვილი გამოთქვეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმაც.

დღის ამბები