07 მარტი 2021,   12:52
ვრცლად
ბატონი ელისაშვილისა და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლის თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა - სერგი კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია "მოქალაქეების" პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიციებზე გავლენას ვერ მოახდენს. 

მისივე თქმით, დანარჩენი ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მხოლოდ ელჩებთან ერთად შეხვდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება კომპრომისისთვის მზაობას გამოთქვამს. 

"ბატონი ელისაშვილისა და მისი კოლეგის პარლამენტში მისვლის თემა ჩემთვის სრულიად უინტერესოა. ოპოზიცია შეხვდება "ქართულ ოცნებას" ელჩებთან ერთად, თუ მათი მხრიდან იქნება მზაობა, რომ წამოვიდნენ კომპრომისზე იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული.

არაფერი ჩვენს პოზიციებში არ გადაიხედება და ელისაშვილის სადმე შესვლა-არ შესვლა, წასვლა-წამოსვლა, რაღაცის თქმა ან არ თქმა ამაზე გავლენას ვერ მოახდენს,"-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა. 

დღის ამბები