05 მარტი 2021,   17:46
ვრცლად
ლევან იოსელიანის განცხადებით, "ოცნებასთან" შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა შეხვედრები გაგრძელდება

პარტია "მოქალაქეებისა" და "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა დასრულდა. 

შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ შეუთანხმებელი რჩება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დეტალები, რაც მათთვის პრინციპულია.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე ძალიან პრინციპულად დაისვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა ხელისუფლება პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს.

როგორც "მოქალაქეების" ლიდერები აღნიშნავენ, შეხვედრა საბოლოო არ ყოფილა და ის მომავალშიც გაგრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეების" ლიდერებს - ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე შეხვდნენ. შეხვედრა პარლამენტში შედგა. 

დღის ამბები