05 მარტი 2021,   17:05
ვრცლად
საბავშვო ბაღების მუშაობა, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება პირველი მარტიდან იგეგმება 

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან. 

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

"საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე," -  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები