05 მარტი 2021,   17:42
ვრცლად
1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება

საქართველოს ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, პირველი თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

"ვინაიდან შემსუბუქების ნიშნები არის, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები