05 მარტი 2021,   16:34
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება ზეგავლენას მოახდენს იმ პროცესებზე, რომელიც საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს ჰააგის სასამართლოში - გივი მიქანაძე

საქართველოს გამარჯვება და ღირსების საქმე - ასე აფასებენ მმართველ გუნდში სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ ჰააგის სასამართლოში ამას პროპორციული გავლენა ექნება. 

"ის საქმიანობა, რომელიც მრავალწლიანი შრომის ფასად იქნა განხორციელებული, თავის ლოგიკურ შედეგამდე მივიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ პროპორციულად თავის ზეგავლენას მოახდენს იმ პროცესებზე, რომელიც საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს ჰააგის სასამართლოში, თუმცა ჩვენ ვერ შევიჭრებით გამოძიების კონკრეტულ ნაწილში. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოში იმისთვის, რომ მის დონეზეც მოხდეს იმ ფაქტების აღიარება და დადგენა, რაც გუშინ სტრასბურგის სასამართლომ ცნო, როგორც კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე.

სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

დღის ამბები