05 მარტი 2021,   17:11
ვრცლად
რა გახდა 28 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი - "კურიერმა" კისისხევში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია

რა გახდა 28 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი - "კურიერის" ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ფერმის ტერიტორიაზე ორ მამაკაცს შორის სუფრასთან დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ცნობით, ჯარჯი არაბულმა მის მეგობარს, 40 წლის მამაკაცს დაზიანებები დანით მიაყენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

რაც შეეხება მის თანმხლებ 28 წლის ქალს, ის ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

"აქ რომ მოვედი, 3 ბიჭი და 1 გოგო იყო. 10 წუთი გავჩერდი და წავედი. მერე გავიგე მკვლელობა მოხდაო, ბიჭი ჩვენი სოფლელია, გოგო მოკლეს. არ ვიცი ის გოგო სადაურია,"-უთხრა "კურიერს" ფერმის მეპატრონემ.

"შემავალი ჭრილობა იყო მუცლის არეში, დაზიანებული იყო შარდის ბუშტი. აღენიშნებოდა ზედაპირული დაზიანებები გულ-მკერდის არეში, კიდურებზე. ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში სტაბილურად მძიმე,"-აცხადებს თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ხათუნა ჭონიაშვილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები