07 მარტი 2021,   13:17
ვრცლად
სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი  გამოავლინეს

პოლიციამ 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა.

შსს-ს ინფორმაციით, დაჯარიმდა 105 ფიზიკური პირი.
 
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
 
გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით,  24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 664 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
 
დღის ამბები