07 მარტი 2021,   12:01
ვრცლად
"ნაცმოძრაობა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუცინიპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვს

გელათის ტაძრის არასწორად გადახურვის გამო "ნაციონალურ მოძრაობაში" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვენ.

პარტიის წევრის, გიგა შუშანიას განცხადებით, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

შუშანია საქმის რეალურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას  მოითხოვს.  მისი თქმით, მომხდარზე, ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საქმის გადაფარვას და ისრების ყოფილი ხელისუფლებისკენ გადატანას ცდილობს.

შუშანია გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

დღის ამბები