07 მარტი 2021,   13:25
ვრცლად
მექსიკელმა სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში 130-მდე მიგრანტი ნახეს

მექსიკელმა სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში 130-მდე მიგრანტი ნახეს. მექსიკის ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, პოლიციელებმა სატვირთოს მძღოლი თავდაპირველად ღვედის გარეშე მართვის გამო გააჩერეს, თუმცა, სატვირთო მას შემდეგ გახსნეს, რაც ავტომობილიდან მიგრანტების ყვირილი გაიგეს.

მანქანაში 128 პირი, მათ შორის, ბავშვები იმყოფებოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. სამართალდამცველებმა დააკავეს სატვირთოს მძღოლი.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტები საკვებითა და წყლით უზრუნველყვეს, მოგვიანებით კი მათ თავიანთ ქვეყნებში დააბრუნებენ.

დღის ამბები