07 მარტი 2021,   12:36
ვრცლად
903 ახალი შემთხვევა, 24 გარდაცვლილი და 636 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 903  შემთხვევა გამოვლინდა. გასული წლის თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 251 974 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინფექციამ კიდევ 24 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსით საერთო გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3022-ია.

გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 737-ს შეადგენს.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში 14 827 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 7997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6830 PCR ტესტით.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 52, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 44, შიდა ქართლი - 51, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი -24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9.

სულ  6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში -     11 602 პირი, აჭარაში - 1501, იმერეთში - 2108”,-განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილე ბერდია სიჭინავამ.

 

დღის ამბები