28 თებერვალი 2021,   01:42
ვრცლად
უკრაინაში მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

15 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა ხანძრის შედეგად უკრაინაში. ცეცხლი ქალაქ ხარკოვის მოხუცთა თავშესაფრის მეორე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს შენობაში 33 პირი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგამათბობლიდან გაჩნდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყეს.

დღის ამბები