28 თებერვალი 2021,   01:31
ვრცლად
დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან ონლაინშეხვედრა გამართა

დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან ონლაინშეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკა სოდერს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

ვიცე-პრემიერმა ახალ თანათავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე და ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესის მიმდინარეობაზე.

დღის ამბები