05 მარტი 2021,   17:55
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი შესაძლებლობაა მივაღწიოთ წარმატებას დეოკუპაციის მიმართულებით - მაია ცქიტიშვილი 

საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს დეოკუპაციის მიმართულებით.

როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, ეს იძლევა საშუალებას დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო დონეზე წარმართვისთვის.

"ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელიც ადასტურებს საერთაშორისო სასამართლოს დონეზე იმას, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ყველამ ვიცოდით, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტატუსიც თვითონ დეოკუპაციის პროცესის საერთაშორისო დონეზე წარმართვისთვის. ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ მთავარ წარმატებას მივაღწიოთ უკვე დეოკუპაციის მიმართულებით,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 

დღის ამბები