05 მარტი 2021,   16:47
ვრცლად
ვეტერან მორაგბეთა კავშირის წევრების განცხადებით, ირაკლი აბუსერიძე კანონიერად არჩეული პრეზიდენტია

ვეტერან მორაგბეთა კავშირის წევრებმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ქართულ რაგბიში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

ვეტერანები ამბობენ, რომ 30 დეკემბერს გამართული რაგბის კავშირის საარჩევნო საანგარიშო ყრილობა ლეგიტიმური იყო, შესაბამისად ირაკლი აბუსერიძე კანონიერად არჩეული პრეზიდენტია. 

"ლეგიტიმური იყო არჩევნები. ამის შემდეგ რეესტრმა შეაჩერა დამტკიცება პრეზიდენტის, მოითხოვა რაღაც დამატებითი საბუთები და აქ მინდა აღვნიშნო, რომ წინა არჩევნებზე იგივე მოხდა. რეესტრი ჩაერია წინა არჩევნებში. ახლაც ისევ ჩაერია ამ ბინძურ თამაშში შიდა დესტრუქციული ძალები.

ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ არის არჩეული კანონიერად და გვინდა, რომ არ ჩაერიონ," - აცხადებს ვეტერან მორაგბეთა კავშირის თავმჯდომარე ავთანდილ ვიბრაძე.

​შეგახსენებთ რომ არჩევნების შემდეგ საჯარო რეესტრმა აბუსერიძე არ დაარეგისტრირა როგორც კავშირის პრეზიდენტი, ხარვეზების გამოსასწორებლად აბუსერიძეს და მის გუნდს 30 დღე აქვს.

დღის ამბები