15 აპრილი 2021,   03:20
ვრცლად
ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცა

ამერიკის პრეზიდენტობა ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტს მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი ხალხისთვის. განცხადებას არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელ "ტვიტერში" აქვეყნებს.

"ვულოცავ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ინაუგურაციას. აშშ-ისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ მოუთმენლად ველით მტკიცე პარტნიორობის გაგრძელებას თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან," - წერს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები