28 თებერვალი 2021,   01:36
ვრცლად
"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ხვალ განაჩენს გამოიტანს

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" 21 იანვარს განაჩენს გამოიტანს, ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდზე განთავსდა.

საქმეზე მოსმენა თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.

"საჩივარი შემოტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ - რუსეთის არმიის, ან /და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე - დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე -5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე -8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე -13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება) და ასევე დაირღვა #1 ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება) და #4 ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების უფლება)," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა.

დღის ამბები