28 თებერვალი 2021,   01:59
ვრცლად
97 მილიონი ინფიცირებული და 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - მსოფლიოს კოვიდსტატისტიკა ბოლო მონაცემბით

97 მილიონი ინფიცირებული და 2 მილიონზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოს კოვიდსტატისტიკა ბოლო მონაცემბით. ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ შეერთებულ შტატებში, ინდონეზიასა და ბრაზილიაში ფიქსირდება. აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 400 000-ს აჭარბებს.

მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ქვეყნების უმრავლესობა რეგულაციებს ახანგრძლივებს. გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. კერძო სახლებსა და ბინებში მხოლოდ ერთი სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო ხდება სამედიცინო პირბადის ტარება.

კარანტინის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა ისრაელმა. მიზეზი გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებელია.

დღის ამბები