28 თებერვალი 2021,   02:19
ვრცლად
ქართველი ექიმები მიიჩნევენ, რომ COVID-19 გადატანილმა პირებმა სრული სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ

COVID-19 გადატანილმა პირებმა სრული სამედიცინო გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ - მიიჩნევენ ქართველი ექიმები. მათი თქმით, საქართველოში, ჯერჯერობით, არ ხდება იმ ადამიანების სტატისტიკური აღრიცხვა, ვისაც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კორონავირუსის გართულებების გამო კვლავ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, რაც საჭიროა.

ბრიტანელი მეცნიერების კვლევით დგინდება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა. მათ ძირითადად ფილტვების, თირკმლისა და გულსისხლძარღვთა პრობლემები აღენიშნებოდათ.

დღის ამბები