08 მარტი 2021,   17:26
ვრცლად
დასავლელი ლიდერების კრიტიკას რუსეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა

დასავლელი ლიდერების კრიტიკას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნავალნის საქმეზე დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანად აფასებს, რაც, მისი თქმით, ამ ქვეყნებში მიმდინარეობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცახადებით, მოსკოვს არც ერთხელ არ მიუღია დასავლეთისგან მტკიცებულებები, რომელიც კრემლის მიმართ მათ უსაფუძვლო ბრალდებებს დაადასტურებდა.

"ჩვენ ვნახეთ, როგორ აიტაცეს გუშინდელი სიახლე რუსეთის ფედერაციაში ნავალნის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ იგრძნობა, ერთმანეთის მსგავს კომენტარებს რა სიხარულით აკეთებენ. სიხარულით, რადგან, როგორც ჩანს, ეს დასავლელ პოლიტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს იფიქრონ, რომ ისინი ამგვარად იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას შეძლებენ, რომელშიც ლიბერალური განვითარების მოდელი აღმოჩნდა," - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

დღის ამბები