25 თებერვალი 2021,   20:44
ვრცლად
გიორგი ვაშაძე "გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ შიდა კონსულტაციებში  მონაწილეობაზე უარს ამბობს

"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერი "გირჩისა" და "მოქალაქეების" მიერ დაწყებულ ოპოზიციის შიდა კონსულტაციებში  მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიციაში მსგავსი ინიციატივები საერთო ფორმატში უნდა განიხილებოდეს. ამასთან, ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ არ ჩანს შემხვედრი ნაბიჯები "ქართული ოცნების" მხრიდან, რის გამოც ოპოზიციის ახალ-ახალი ინიციატივების წარდგენა აზრს კარგავს:

"ჩვენ ვერ ვხედავთ "ქართული ოცნების" მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ან გზავნილებს, რომ ისინი მზად არიან რაღაც ახალ საკითხებზე ვისაუბროთ მოლაპარაკების პროცესში, აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებისთვის არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა, რადგან უკვე არაერთი კომპრომისული წინადადებებით გამოვედით. იქნებოდა ეს, რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად ვადამდელი არჩევნები, პლებისციტის საკითხი და ასე შემდეგ. მთავარია, დავინახოთ რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად სურს შეთანხმება, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რაც შეეხება შეხვედრას ჩვენსა, "გირჩისა" და ელისაშვილის წარმომადგენლებს შორის, მე თვითიზოლაციაში ვიმყოფები და ეს შეხვედრა ვერ შედგება და მნიშვნელოვანია, ეს საკითხი განვიხილოთ საერთო ფორმატში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები